ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “ხელისუფლება ზის ნავში და ნელ-ნელა იძირება”

გია ხუხაშვილი ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში ხელისუფლების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ნელ-ნელა იძირება.

მ”თლიანობაში მმართველობითი სისტემის პრობლემა გვაქვს. ტრაგიკომედია იწილო-ბიწილოში ვიცხოვრობთ, ვიღაცას ვიღაცა არ მოწონს და იქით იშვერს ხელს. ღამის კლუბებმაც კი მასშტაბური აქციის გამართვა მოახერხეს. სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლიანობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა. ჩვენი ხელისუფლება ზის ნავში და ნელ-ნელა იძირება და ცდილობს ხელებით დააცოს ხვრელები.

სისტემა არაფუნქციურია. პრემიერი კი ასეთი ბრიყვი როგორ უნდა იყო, რომ პრემიერი აქციაზე მივიდა. თუ მივიდა ბოლომდე დამდგარიყო. კუდამოძუებული წამოვიდა, ეს არ არის ლიდერის საქციელი. ადამიანურად შეიძლება, გავუგოთ ყველას. თუმცა, ესეთი რამ არ ეპატიება. ამას ხომ უნდა გაყვეს”, – აცხადებს ხუხაშვილი.

იტვირთბა....