ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად გაემგზავრა.
შეგახსენებთ, გომბრორის უღელტეხილზე ექსკურსიაზე წასული მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 დაშავდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.