როგორც ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა, პარტია ხვალ რუსთაველის გამზირზე გასამართ აქციაზე მონაწილეობას არ მიიღებს.
„როგორც ჩვენმა პარტიამ უკვე არაერთხელ აღნიშნა, ჩვენ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, შესაბამისად, ჩვენ ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და ყველაფერს გავაკეთებთ სიმართლის დასადგენად,“ – განაცხადა ეოთარ კახიძემ.