ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ოთო კახიძე: “უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი გამოძიებას არ მიემალოს”

ხორავას საქმეზე შექმნილი დროებითის საპარლამენტო კომისიის მდივანი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს.

როგორც კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დასაზღვევი არის ორი რისკი, ერთი, მიმალვის საფრთხე, მეორე – მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, იმ მოწმეებზე, რომლებმაც სუბელიანთან ერთად უნდა მისცენ ახსმა-განმარტებები კომისიას.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად. ამიტომ მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას, შესაბამის ორგანოებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ბატონი სუბელიანის მიმალვის საფრთხის თაობაზე, ასევე მტკიცებულებები მოწმეებზე ზემოქმედების თაობაზე, გატარებული იყოს შესაბამისი ზომები.

ეს შეიძლება იყოს გაუსვლელობა, ან აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება. იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებები აქვს შსს-ს. ჩვენი ინფორმაციით, ის მასალები, რომელსაც დაზარალებულის წარმომადგენლები გვაწვდიან, შსს-შიც აქვთ, ამიტომ მათ უნდა შეაფასონ ეს რისკები. ჩვენი კომისიის ინტერესში არის, რომ  ბატონი სუბელიანი არ მიემალოს და გამოცხადდეს კომისიის სხდომაზე. დასაზღვევი არის ორი რისკი, ერთი გახლავთ მიმალვის საფრთხე, მეორე – მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, იმ მოწმეებზე, რომლებმაც სუბელიანთან ერთად უნდა მისცენ ახსმა-განმარტებებიკომისიას. დაზარალებულისგან და სახალხო დამცველისგან მიღებული ინფორმაციით, ბატონი სუბელიანი ფიგურირებს  საკითხებში, რომელიც ეხება დანაშაულის დაფარვას, მოწმეებზე ზემოქმედებას. ეს უნდა აღეკვეთა თავის დროზე ხელისუფლებას, მაგრამ ახლა, კომისიის ინტერესებშია რომ ეს საფრთხეები ამ ეტაპზე მაინც იყოს დაზღვეული და აღკვეთილი”,-განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანს ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი გარჩევაში მონაწილეზე ხელის დაფარებაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....