საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ის საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას ეთანხმება, რომელიც ითხოვს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას.
„ჩემი პასუხი არის თანხმობა იმ საზოგადოებაში არსებულ პათოსთნ რომელსაც გააჩნია თავისი აბსოლუტურად ლოგიკური არგუმენტაცია“, განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის პრეტენზია, რომელიც მათ თეა წულუკიანთან მიმართებაში გააჩნიათ, ეს არის მათი მხრიდან აწეული „ძალიან კარგი მორალური თამასა.
იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი წარმოადგენენ ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს. ჯერ ეს ერთი, ძლიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს, რადგან აქამდე ვუყურებდი არსამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ – მაგალითისთვს არაერთხელ მითქვამს, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამას ასწიეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.