ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარშანია: “საპარლამენტო კომისიის შემადგენლობით, აბსურდი დავაკანონეთ”

“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ, ხორავას ქუჩაზე დროებით შექმნილ კომისიაზე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ კომისიამ არამარტო ეს საქმე არამედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდიც უნდა გამოიძიოს. ადა მარშანიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

“კომისიამ უნდა გამოიძოს სხვა დანაშაულებიც. პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის და რეჟიმის დრო.  მე ველოდები კომისიისგან პასუხს. გაფარდოვდება თუ არა საკითხთა წრე ან შევთავაზებ პარალელური კომისიის შექმნას, რომელიც ბოლოსდაბოლოს გამოიძიებს ჩვენს ქვეყანაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულებს.

თითქმის 6 წლის თავზე ჩვენ მივედით აი ამ კომისიიის შექმნამდე, აი ეს აბსურდი დავაკანონეთ. პირველ რიგში ვგულისხმობ კომისიის შემადგენლობას აბსურდი დავაკანონეთ. მორალი, ზნეობა, ნამუსი, სინდისი გამოვაცხადთ სასაცილო მცნებებად.

ჩვენი როლი ამ კომისიაში საერთოდ არ მესახება.  2012 წლის 1 ოქტომბრის მერე “ქართულმა ოცნებამ” რომელიც  იყო მხარდაჭერილი მძლავრად ჩვენი მოსახლეობის მხრიდან, მოიპოვა უმრავლესობა პარლამენტში. იმის მაგივრად რომ შეეფასებინა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, მან აირჩია კოჰაბიტაცია” – განაცხადა ადა მარშანიამ.

იტვირთბა....