ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნასა: “მარსზე სიცოცხლის ნიშნებია აღმოჩენილი”

“ინდეპედენტის” ინფორმაციით, ნასა აცხადებს, რომ მარსზე ორგანული ნივთიერებებია აღმოჩენილი.

ნასას კვლევითმა აპარატმა მარსზე აღმოაჩინა ორგანული ნივთიერებები, NASA-ს მკვლევარების განცხადებით აღმოჩენა მეტყველებს იმაზე რომ ოდესღაც მარსზე ნამდვილად იყო სიცოცხლე.

აღმოჩენილი მოლეკულები არის დამაინტრიგებელი ნიშანი იმის, რომ მარსი იმაზე უფრო მეტად ცოცხალია ვიდრე ჩვენ აქამდე ვფიქრობდით. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა ნათლად არ მიუთითებს იმაზე, რომ მარსზე ოდესმე უცხო პლანეტელები ცხოვრობდნენ, აღმოჩენა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საუკუნების უკან აქ არსებობდა სიცოცხლე.

ნასას მეცნიერის ეშვინ ვასავადას თქმით – კიდევ უფრო გაიზარდა იმის შანსი, რომ მარსზე აღმოჩნდება უძველესი სიცოცხლის ნიშნები.

მარსის დღევანდელი ზედაპირი უსიცოცხლოა, მაგრამ წარსულში იქ იყო წყალიც, რაც ხელს შეუწყობდა სიცოცხლის შექმნას.

მეცნიერების თქმით ამ აღმოჩენამ გააქარწყლა ყველა სკეპტიკური მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მარსზე არ არსებობს სიცხოცლე.

იტვირთბა....