ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბერძნული მედია – ბერძენი კალათბურთელის ბებია ქართველმა კრიმინალებმა აწამეს

საბერძნეთში ცნობილი კალათბურთელის ბებიის წამებაში ეჭვმიტანილი ხუთი ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედიაზე დაყრდნობით “1ტვ” ავრცელებს.

საუბარია საკალათბურთო კლუბ „ოლიმპიაკოსის“ წევრ გიორგიოს პრიმტეზისის ბებიაზე, რომლის სახლში კრიმინალები მარტში შევიდნენ. მათ ხანდაზმული ქალი და მისი ქართველი მოახლე აწამეს და ძვირფასეულობა გაიტაცეს.

პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი ქართველი წევრის დაკავება შეძლო. მათ ასევე ადანაშაულებენ ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში სახლების გაქურდვაში. დაკავებულების ასაკი 28-დან 43 წლამდე მერყეობს.

გამოძიების ცნობით, დაჯგუფების ლიდერი ესპანეთში გაიქცა, სადაც ის ანალოგიური დანაშაულებისთვის გაასამართლეს.

იტვირთბა....