ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შსს-მ უნდა მიხედოს ამ პედოფილს”: ბავშვების სავარაუდო ვაჭრობაზე სოცქსელში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში მოქალაქე კატო კალაძე წერს, რომ ფეისბუქზე ირანელის გვერდს გადააწყდა, რომელიც ბავშვების, ძირითადად გოგონების ფოტოებს აზიარებს და შეკვეთებს იღებს ინტერნეტით.

“გამარჯობა, ამ ავადმყოფი ირანელის გვერდს გადავაწყდი, ქართველი ბავშვების, ძირითადად გოგონების ფოტოებს აზიარებს და შეკვეთებს იღებს ინტერნეტით. აღმაშფოთებელი კი არა კატასტროფაა. რა ვქნა ვის მივმართო? გადახედეთ იქნებ გეცნოთ ბავშვები”, – წერს კალაძე.

კომენტარებში კი მომხმარებლები წერენ, რომ მათაც იციან ამ გვერდის შესახებ და ერთ-ერთმა დედამ საკუთარი შვილიც იცნო ფოტოზე, რომელიც ამ პროფაილზეა განთავსებული.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, მაგრამ საქმეზე დაკვირვება მიმდინარეობს.

იტვირთბა....