ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ნინია კაკაბაძე: “ზვიად, ცოტა ჭკუა დაატანე, როდესაც ახალ ავანტიურას იწყებ და თავს ნუ გაიმასხრებ”

საზმაუს ბორდის წევრი ნინია კაკაბაძე ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ძალიან მოკლედ ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის მიერ წამოყენებული ბრალდების შესახებ.

დღეს, როგორც გავიგე 2 სავარაუდო გვარი დასახელდა, რომელთაც კიდევ 6 ქალთან ერთად ააგორეს თურმე კამპანია დევდარიანის წინააღმდეგ, იმისათვის რომ მოეპოვებინათ ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში.

მეგობრებო ეს არის სასოწარკვეთილი, უნამუსო კაცის ბოლო ღნავილი. ბოლო, რადგან ამის იქით სხვა სისულელეს ადამიანი ვერ მოიფიქრებს.

1. მე და დევდარიანი არსად ვიკვეთებოდით. მე დამასახელა საპარლამენტო უმცირესობამ და არა ერთხელ თქვა, რომ თუკი მე არ დამამტკიცებს პარლამენტი, ისინი სხვა კანდიდატურის დასახელებას არ აპირებენ. მე, იმ დღებში რომ მომკვდარიყავი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ევროპული საქართველო არ აპირებდა ზვიად დევდარიანის დასახელებას.
დევდარიანი დაასახელა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას არასამთავრობო სექტორიდან, ქალთა მოძრაობა სთხოვდა ბაია პატარაიას დასახელებას, მეორე ჯგუფი თხოვდა ზვიად დევდარიანის დასახელებას და მესამე ჯგუფი ბელა ოსიპოვას დასახელებას. არც მე და არც ერთ ჯგუფს არ უთხოვია ნინია დაასახელეო და ეჭვი მაქვს სახალხო დამცველი არც განიხილავდა ჩემს კანდიდატურას. ასე, რომ მე მის ადგილს, ვერც ერთ მოცემულობაში ვერ დავიკავებდი, ამის არც მიზანი მქონდა და არც სურვილი.

2. ბაია პატარაია შეიძლება ჩაითვალოს მის კონკურენტად, მაგრამ ბაიამ თავისი კანდიდატურა მოხსნა მაშინვე, როგორც კი დევდარიანის ამბავი ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისათვის. მოხსნა სწორედ იმ მიზნით, რომ ზვიადის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები არავის დაეკავშირებინა საბჭოს წევრების არჩევასთან. ამიტომ, ბაიას მიზანი რომ საბჭოს წევრობა ყოფილიყო, კანდიდატურას არ მოხსნიდა.

ასე, რომ ზვიად, ცოტა ჭკუა დაატანე, როდესაც ახალ ავანტიურას იწყებ და თავს ნუ გაიმასხრებ საბოლოოდ! “, – წერს კაკაბაძე.

ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ აქვს ეჭვი, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საკუთარი კანდიდატის გაყვანით დაინტერესებულმა პირებმა დაგეგმეს.

იტვირთბა....