ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივის

დღეს საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის ქვოტით საბჭოში გასული არამოსამრთლე წევრის სარჩელის განხილვა იწყება. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივის. იუსტიციის საბჭომ მას უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. დოლიძის ინტერესებს საია-ს თავმჯდომარე იცავს.

“ეს შეიძლება გახდეს ტენდენცია და შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მუდმივად საბჭოს წევრს ჰქონდეს იმის განცდა, რომ თუ ის ღიად ისაუბრებს პრობლემებზე და გამოწვევებზე შესაძლოა ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების შერჩევასთან მოხდეს მისი აცილება და ვერ შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოსილება. ამიტომაც მგონია, რომ ეს სარჩელი, რაზეც ანა დოლიძის ინტერესებს იცავს საია არის დასაბუთებული“ – აცხადებს სულხან სალაძე.

 

იტვირთბა....