ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

ინაშვილი: “კობახიძე-ბოკერიებმა მორიგი ჩახუტების მაგალითი გვაჩვენეს”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტში ხორავას საქმესთან დაკავშირებით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას შეეხო.

“თუ საგამოძიებო კომისია იქმნება 17 პარლამენტარის შემადგენლობით, რეგლამენტის მიხედვით, 8 წევრი ეკუთვნოდა “ქართულ ოცნებას”, ერთი დამოუკიდებელ დეპუტატს (მაგ. სალომე ზურაბიშვილს) და 8 წევრი- დანარჩენ ოპოზიციას. თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო ოპოზიციიდან.

ოპოზიცია დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილია 5 ფრაქციით: სამი- ბოკერიების, ერთი -ნაცმოძრაობის, ერთი- ჩვენი ფრაქციაა.
რადგან ნაცებმა საგამოძიებო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს, დარჩა 4 ოპოზიციური ფრაქცია და 8 ადგილი.

ჩვენ გვეკუთვნოდა 2 წევრი , ხოლო ბოკერიებს- 6.
ახლა კომისიაში ბოკერიებს აქვთ 9 ადგილი.
ეს კანონდარღვევაა.
ერთი პარტია გადამწყვეტია,თან, დაუმსახურებლად.
რატომ მოხდა ეს?

მოხდა იმიტომ, რომ, როგორც კობახიძემ ბიუროზე განაცხადა, “ქართულ ოცნებასა” და ბოკერიებს შორის მოხდა პოლიტიკური შეთანხმება, “ქართულმა ოცნებამ” არ წარადგინა თავისი კვოტიდან 2 დეპუტატი და წარადგინა “ევროპელების” დეპუტატები.
ვიმეორებ,

არა ჩვენ დაგვითმო ადგილები, არამედ ბოკერიებს, თორემ ჩვენ ამ პირობებში შესაძლოა 4 წევრი გვყოლოდა კომისიაში.

მეორე- დღეს კენჭი უყარეს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ორივე კანდიდატს ერთად! და არა ცალ -ცალკე; კაპანაძეს- მწვანე ღილაკით, ადა მარშანიას- წითელი ღილაკით. ესეც რეგლამენტის უხეში დარღვევაა.

რეზიუმე- საგამოძიებო კომისია თავიდანვე კანონდარღვევით შეიქმნა. კობახიძე-ბოკერიებმა მორიგი ჩახუტების მაგალითი გვაჩვენეს”, – წერს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფო კილაძე;

„ევროპული საქართველოდან“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი;

„პატრიოტთა ალიანსიდან“ ადა მარშანია; დამოუკიდებელი დეპუტატი – სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

,

იტვირთბა....