ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თელავის მუნიციპალიტეტმა გერმანიიდან 450 ერთეული ხარის სპერმა მიიღო”

თელავის მუნიციპალიტეტმა გერმანიის ქალაქ ბიბერახიდან 450 ერთეული ხარის სპერმა მიიღო, ამის შესახებ “მეტრონომს” ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვარდოშვილმა განუცხადა.

“თქვენ გაგიგიათ, რომ კახეთში ძროხების გამრავლებაზე რამე პრობლემა ყოფილიყო და ამიტომ გერმანია უნდა დაგვხმარებოდა? მე წინა საკრებულოს წევრი ვიყავი და ჩვენ ქალაქ ბიბერახთან ცოტა სხვა თემებზე ვესაუბრებოდით. მაგალითად, ქალაქის განვითრების გენგემაზე და ა.შ. დღეს ახალი თვითმმართველობის მმართველობის დროს ერთადერთი შედეგი ვნახეთ, რომ თურმე სპერმა მოუთხოვიათ და ჩამოუტანიათ. მე ხელოვნურ განაყოფიერაბაში ცუდ ვერაფერს ვხედავ, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი თემებია, ვიდრე 450 ცალი ხარის სპერმა”, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

თელავსა და ბიბერახს შორის დამეგობრების მემორანდუმი 1987 წელს გაფორმდა.

იტვირთბა....