ზვიად კუპრავა საქართველოშია. მან აეროპორტში ჟურნალისტებთან უარყო ინფორმაცია კიევში ყოფნის შესახებ. მისი განცხადებით, ის უკრაინაში მხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და საზღვარი არ გადაუკვეთავს. კიევის აეროპორტში კი ტრანზიტით იყო. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
„ტიბეტში ვიყავი. შევხვდი დალაილამას“, – იხუმრა მან ჟურნალისტებთან. კუპრავას თქმით, მისი მგზავრობის მიმართულბასა და მიზნების შესახებ 10 ივნისს პარლამენტთან აქციაზე განაცხადებს.
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტოები, სადაც ზვიად კუპრავა კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაფიქსირდა.