დღეს რუსი ოკუპანტების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტში, დვანი-მუგუთის მონაკვეთზე გატაცებული სასულიერო პირი ქართულ მხარეს უკვე გადაეცა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
დირბის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე (ნიკოლოზ ოხანაშვილი) გორში დაახლოებით ნახევარ საათში იქნება.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს.