ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოქიტაშვილი: “ზაზა, ნუ მისცემ დათუნას სულით ვაჭრობის საშუალებას მაგ გარეწარ ზვიად კუპრავას”

კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი “მეტრონომთან” საუბარში ვაკის პარკში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციასთნ დაკავშირებით ისაუბრა.

“ვაკის პარკში მიმდინარე აქცია პარლამენტის აქციისგან განსხვავდება. იქ არ არიან პოლიტიკოსები, რათა აქცია საკუთარი ბინძური მიზნებისთვის გამოიყენონ. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ზაზა სარალიძეს და დამნაშავეები უსასტიკესად უნდა დაისაჯონ. იცით რამდენი ხალხი მივიდოდა პარლამენტის წინ, მათ შორის მეც, იქ რომ არ ყოფილიყო ზვიად კუპრავა.

სწორედ ამ ადამიანმა გმაოიწვია საზოგადოების ნაწილის რუსთაველის აქციაზე არმისვლა. დათუჩას მეგობრები ვაკის პარკის აქციაზე დგანან. მოვუწოდებ ზაზას როგორც მამა და მეგობარი, ზაზა, ნუ მისცემ დათუნას სულით ვაჭრობის საშუალებას მაგ გარეწარ “ნაციონალურ მოძრაობასა” და ზვიად კუპრავას. ზაზას გვერდით სრულაიდ საქართველო დგას. დამნაშავე ვინც არ უნდა იყოს სასტიკად უნდა დაისაჯოს. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საქმე გამოიძიონ. გუშინ როდესაც სტუდენტები მივიდნენ, იქიდან გამოყარეს. ეს მართული პროცესია და ამას სააკაშვილი ამრთავს. მათ სარალიძის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალება უნდათ. ახალიას მამა გამოდის და ამბობს, ეს ხელისუფლება უნდა დაემხოსო, ეს ხომ სისულელეა. დათუჩას სული არავის ახსოვს. მეორე მოზარდი არ მოკვდა? მისი ოჯახი სახელმწიფოებრივად უდგება საკითხს”, – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

იტვირთბა....