ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოცირიძე: “დაუყოვნებლივ გადადგეს წულუკიანი, დაისაჯონ დამნაშავეები, საგამოძიებო კომისია რუტინაა”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “მეტრონომთან” საუბარში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით გამოძიება დროში გაიწელება.

“ევროპულმა საქართველომ” ჩათვალა, რომ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით ყოფნა ამ საკითხების გამოძიებას შეძლებდნენ, ეს მათი არჩევანი და უფლებაა. ჩვენი არჩევანია, რომ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მივიღოთ. თუ რაიმე შედეგი იქნება, მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ და შვილმკდარ მშობლებს მიგვაჩნია, რომ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და ქრონიკულ რუტინაში არ გადაიზარდოს. სწორედ ეს მიდგომებია ჩვენს შორის განსხვავება და ამიტომ ვაანონსებთ აქციებს.

სადააც საჭიროა ყველა ყველას უნდა შეხვდეს. ყველა გზა უნდა იქნეს გამოყენებული, მათ შორის პრემიერთან შეხვედრაც. არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მეთოდი ჭეშმარიტებას დასადგენად. ზოგიერთ მიაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია ამის კარგი საშუალებაა და მათ ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩვენ ბევრჯერ მოვითხოვეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა. თუმცა, ჩვენ ჩაგვიგდეს ეს მოთხოვნა, საქმე ეხებოდა ჩატაევს და მათ შორის, მაჩალიკაშვილის საკითხს. ამიტომ, კომისიას ნუ მივუდგებით წმინდა სამართლებრივ აქტს. ხელისუფლებას უნდა ამ ვითრებიდან გამოძრომა.

არა თუ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ითხოვენ წულუკიანის გადადგომას და მას უნდა მიყვეს სუბელიანიც, სუბარიც. თუ მეტი რესურსიც აღმოჩნდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა დაინიშნოს. გააჩნია საზოგადოების მოთხოვნებსა და რესურსებს”, – აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას საქმის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისია შეიქმნა, სადაც უმრავლესობა “ევროპულ საქართველოს” ეყოლება, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამავდროულად, ახალი პროკურორის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმა თეა წულუკიანთან კონსულტაციების გამართვაზე უარი განაცხადეს.

თავის მხრივ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერმინისტრს შეხვდნენ. კვირიკაშვილი მათ დაპირდა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა პრემიერს 10-დღიანი ვადა მისცეს. სარალიძის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში აქციებიც გაგრძელდება.

იტვირთბა....