ამ წუთებში კანცელარიასთან ზვიად კუპრავა მივიდა, მისი თქმით, მას ზაზა სარალიძემ დაურეკა და კანცელარიასთან მისვლა სთხოვა, კუპრავა ამბობს, რომ სარალიძემ უთხრა, თუ კანცელარიასთან კიდევ ვინმე სხვა შვილ მკვდარი მშობლებიც არიან ისინიც წაიყვანონ. კუპრავა ამბობს, რომ სარალიძე გზაშია და მისი თხოვნა შესარულა. გაიგებს შეუშვებენ თუ არა კანცელარიაში.
გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.
მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.
სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე.