ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: “სარალიძე თავს უსაფრთხოდ გრძნობს”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ ის უსაფრთხოდაა.

“ზაზა სარალიძე მისი თხოვნით იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ, ვარ მუდმივ კონტაქტზე მასთან. ამის შესახებ ზვიად კუპრავას პირადად ვუთხარი”, – წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე გამართული აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ იციან სარალიძის ადგილსამყოფელი და ვერ უკავშირდებიან.

იტვირთბა....