შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე. სავარაუდოდ საუბარი შეეხო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების მიმდინარეობას.