ადიდებულმა მდინარე ღარულამ გუშინ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის შესასვლელთან ჯებირები დაანგრია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები წაიღო. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანიძემ განუცხადა, სტიქიამ წაიღო ელექტრო გადამცემი ბოძებიც, რისი აღდგენითი სამუშაოებიც დასრულების ეტაპზეა.
„გუშინ, გამთენიისას დაიწყო ძლიერი წვიმა. მდინარე ღარულა, რომელიც მდინარე რიონს უერთდება, თითქმის შეჩერდა, მოიკლო მისმა დონემ, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ სადღაც მეწყერი იყო ჩამოწოლილი. მდინარე გუბდებოდა გარკვეული პერიოდი, შემდეგ კი ერთიანად წამოვიდა წყლის ნაკადი და ონის სოფელ ღარის შესასვლელთან დაანგრია 7-8 ჯებირი, გადავიდა სოფლის ტერიტორიაზე და წაიღო სავარგულები და ელექტრო ენერგიის გადამცემი ბოძები.
ამ წუთებში სიტუაცია სტაბულურია, გათენებისთანავე მდინარე დაუბრუნდა კალაპოტს, გაიწმინდა სოფლამდე მისასვლელი გზები და ღარის მოსახლეობის ცხოვრება დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს. უკვე მიმდინარეობს ელექტრო ენერგიის აღდგენის პროცესიც“, – განაცხადა ემზარ საბანიძემ.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ ღარში. მდ.ღარულა.
Gepostet von ონის მუნიციპალიტეტის მერია am Freitag, 1. Juni 2018