ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.