ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, აზერბაიჯანში ავარიაში მოყვნენ

ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ბაქოში ავტობუსით ექსკურსიაზე მიდიოდნენ, როცა  ბაქო-გაზახის საავტომობილო გზაზე ავარიაში მოყვნენ. ავტობუსში 20 ბავშვი და 10 მშობელი იმყოფებოდა. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნანა თერმაკოზაშვილის თქმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს მძღოლი და ერთი მშობელი. მათ თაბაშირის დადება დასჭირდათ.

„ავარია ბაქოდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. ვესაუბრეთ მოსწავლეებს და არცერთი მათგანი დაშავებული არ არის. საავადმყოფოში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში“, – ავხადებს ნანა თერმაკოზაშვილი.

 

იტვირთბა....