ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუცნაშვილი: “სისხლის სამართალი – სადაც დაიღვრება სისხლი, იქ უნდა იყოს სამართალი”

“ხორავას ქუჩის საქმეზე” სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ეხმაურება.

“სისხლის სამართალს, იმიტომ ქვია სისხლის სამართალი, რომ როდესაც დაიღვრება სისხლი იქ უნდა იყოს სამართალი.

ბენებრივია, რომ პარლამენტი მაინც მივიდა იმ ეტაპამდე, როცა მოუწია მის კონტროლს მიღმა არსებული ხელისუფლების გადაწყვეტილებების სისწორეში ჩარევა. მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარლამენტის კონტროლქვეშ არაა სასამართლო და აქედან გამომდინარე პარლამენტი ვერ იღებს გადაწყეტილებას სასამართლო ხელისუფლების შედეგებზე. ისევრ როგორც ირიბად პარლამენტის კონტროლის ქვეშ არაა საქართველოს მთავარი პროკურატურა. ჩვენ გვაქვს სხვა ინსტრუმენტები პროკურატურის ზედამხედველობის გაწევის.

აქედან გამომდინარე დღეს პარლამენტის წევრები მოკლებული ვართ ობიექტურ ინფორმაციას იმის თაობაზე დარღვევა სად მოხდა პროკურატურის გამოძების გარეშე თუ სასამართლოს გამოძიების ეტაპზე” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....