რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალი აღმოჩნდა: მისი მკვლელობა ინსცენირებული იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ბაბჩენკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოჩნდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პირი, რომელიც მასზე თავდასხმას გეგმავდა, დაკავებულია. ის უკრაინის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც რუსმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.
სპეცსამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა იგეგმებოდა, ხოლო მისი გარდაცვლილად გამოცხადება სპეცოპერაციის ნაწილი იყო.
პრესკონფერენციაზე ბაბჩენკომ სპეცოპერაციაში საიდუმლო მონაწილეობისთვის ბოდიში მოიხადა, რადგან ამის შესახებ მისმა ცოლმაც კი არ იცოდა.
შეგასენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს, აღნიშნულს ადასტურებდა ჟურნალისტი აიდერ მუჯაბაევი და უმაღლესი რადას დეპუტატი ანტონ გერაშჩენკო.