ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

კიევში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს

კიევში რუს ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს თავს დაესხნენ. ამის შესახებ იუწყება ჟურნალისტი აიდერ მუჯაბაევი. გამოცემა „ობოზრევატელის“ წყაროს ცნობით, ბაბჩენკო საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა უმაღლესი რადის დეპუტატმა ანტონ გერაშჩენკომ. კიევის პოლიციის სამმართველოს სპიკერის ოქსანა ბლიშჩიკის ცნობით, რუსი ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანაში მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, არკადი ბაბჩენკო უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პოლიციის ცნობით, ჟურნალისტი ზურგში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით თავის ბინაში ცოლმა აღმოაჩინა.

არკადი ბაბჩენკო 2017 წლიდან კიევში ცხოვრობდა და მუშაობდა ტელეარხზე ATR. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ბაბჩენკო თანმიმდევრულად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას და მას აგრესიული ომის გაჩაღებაში სდებდა ბრალს. მან რუსეთი მუქარების გამო დატოვა.

იტვირთბა....