ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “პრობლემა არ არის, თუ საერთოდ არანაირ ცვლილებას არ განვახორციელებთ „კულტურის შესახებ კანონში“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „კულტურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ კარგმა ინიციატივამ არასწორი ინტერპრეტაციები რომ არ გამოიწვიოს, მე პირადად მზად ვარ, რომ უარი ვთქვა ამ კანონპროექტზე – ეს არაფერს დააზიანებს, კონსტიტუციის სტანდარტი მაინც იმოქმედებს და კონსტიტუციის ჩანაწერი არის უპირატესი. მისი თქმით, არ მიიღებენ კანონს, რომელიც შექმნის განცდას, რომ ვინმეს უფლებები იზღუდება.

„ჩვენ ვგეგმავთ და დიდი სურვილიც გვაქვს, შევხვდეთ სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს, ვისაც გაუჩნდა კითხვა ამ ინიციატივის მიმართ. რეალურად, ინიციატივა ეხება სხვა რამეს, სრულიად უწყინარ, მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი პრინციპის გადმოტანას კანონში და არანაირ სხვა შეზღუდვას. ეს ცვლილება ეხებოდა უფრო მაღალი სტანდარტის დაწესებას და მეტი დაცვის მექანიზმის შექმნას, ვიდრე პირიქით. ამიტომ, პირველი, რაც გვინდა, არის ის, რომ შევხვდეთ ამ ადამიანებს და გვინდა ეს იყოს ძალიან გულწრფელი და ინფორმაციული შეხვედრა. მეორე, არანაირი პრობლემა არ არის, თუ საერთოდ არანაირ ცვლილებას არ განვახორციელებთ „კულტურის შესახებ კანონში“. მე პირადად, იმიტომ რომ არ გამოიწვიოს არასწორი ინტერპრეტაციები ამ კარგმა ინიციატივამ, მზად ვარ, რომ უარი ვთქვა ამ კანონპრექტზე, იმიტომ, რომ ეს არაფერს დააზიანებს. კონსტიტუციის სტანდარტი მაინც იმოქმედებს და კონსტიტუციის ჩანაწერი არის უპირატესი. ამიტომ არ ვთვლი, რომ ამ პრინციპის მიღება არის აუცილებელი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასეთი არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვია. არ ვაპირებთ მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც შექმნის განცდას, რომ ვინმეს უფლებები იზღუდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....