პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” საკონსტიტუციო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში გადასცემს სარჩელის განხილვის პროცესს, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას გულისხმობს.
სარჩელს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, მაია ნიკოლეიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე.
ამჟამად მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმა 500 ლარია. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი 2017 წელს დაუჭირა.

