ფეისბუქში გვერდი “ქართველის სუმოს ქომაგები” ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის ოძეკად მონათვლის პირველ კადრებს ავრცელებს.
“დღეს დილით იაპონური სუმოს ასოციაციამ ქართველ სეკიტორს ოფიციალურად მიანიჭა ოძეკის ზე-პრესტიჟული წოდება.
ნათლობის, ანუ ე.წ. დენტაცუშიკის რიტუალისას ლევან გორგაძემ სატიტულე ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს აღნიშნულ წოდებას. ფიცში მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა გახდეს სანიმუშო მებრძოლი და მისაბაძი მაგალითი სხვა რიკიშებისთვის…
შეგახსენებთ, რომ ლევანი გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოისტი, ვინც ეს მეტად საპატიო წოდება მიიღო!”, – ნათქვამია გვერდის მიერ გავრცელებულ პოსტში.
https://www.facebook.com/GeorgianSumo/videos/2088536831160892/