ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აუდიტორული კომპანია „არბიტრანსი“ – ბიზნესის შეფასება და მისი ღირებულების განსაზღვრის მნიშვნელობა

კომპანიის ქონებისა და ბიზნესის შეფასება და მისი მნიშვნელობა, შეფასების მეთოდები – აუდიტორული კომპანია „არბიტრანსის“ ხელმძღვანელი გოჩა ჭოლოკავა „მეტრონომთან“ ინტერვიუს დროს ამ საკითხების მნიშვნელობას განმარტავს.

მეტრონომი: პირველ რიგში, რომ გვითხრათ რა იგულისხმება ბიზნესისა და უძრავ-მოძრავი ქონების შეფასებაში?

გოჩა ჭოლოკავა: შეფასებაში იგულისხმება შესაფასებელი ობიექტის ფასის განსაზღვრა. უძრავი ქონება არის შენობა და მიწა, ხოლო სხვა დანარჩენი არის მოძრავი ქონება. ბიზნესის შეფასებაში იგულისხმა მთელი კომპანიის ან მისი წილის შეფასება. არსებობს  შეფასების სამი მიდგომა: აქტივებზე დაფუძნებული მიდგომა, საბაზრო მიდგომა და შემოსავლის მიდგომა.

მოდით ვისაუბროთ ბიზნესის შეფასებაზე. თავად ბიზნესის შეფასებაში კომპანიის ღირებულება იგულისხმება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ზოგადად, შეფასებაში არსებობს სამი ტიპის მიდგომა. ბიზნესის შეფასებაც, რასაკვირველია, ეყრდნობა ამ მიდგომებს. მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ შეფასების სამივე მიდგომა ბიზნესის შეფასებასთან მიმართებაში.

აქტივებზე დაფუძნებული მიდგომა გულისხმობს კომაპნიის ღირებულების შეეფასებას. მარტივად რომ ვთქვათ, მთელი აქტივების და ვალდებულებების სხვაობის გზით ანუ   აქტივებს აკლებდება ვალდებულებები. ეს საკმაოდ გავრცელებული მიდგომაა, უფრო მეტად გამოიყენება დამწყები კომპანიების ღირებულების შეფასებისას, მაგრამ აქტივების ღირებულება მიდმივია არ არის, იგი ბიზნეს გარემოდან გამომდინარე ხშირად ცვალებადია, ამიტომ ბიზნესისის ღირებულების სწორად შეფასებისთვის აუცილებებლი ხდება აქტივებისა და ვალდებულების გადაფასება ანუ მოცემული გარემოების გათვალისწინებით მათი ღირებულების თავიდან დადგენა, რაც ჩემი აზრით ზრდის შეფასებაში უზუსტობის რისკს.

არსებობს კომპანიის შეფასების საბაზრო მიდგომაც. საბაზრო მიდგომა ყველაზე მეტად შეესაბამება შეფასების თეორიას, ვინაიდან ეს ერთადერთი მიდგომაა, რომელიც დასკვნას ღირებულებაზე ბაზრის თვალთახედვით აკეთებს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ კი ბაზარზე არსებობს ანალოგიური კომპანიები. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ე.წ. მაკორექტირებელი კოეფიციენტები და ანალოგი კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, გავიგოთ ჩვენი კომპანიის ღირებულება. ესეც აპრობირებული, მაგრამ საკმაოდ რთული მეთოდია. ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში მსგავსი კომპანიის პოვნა საკმაოდ ძნელია.

არის მესამე მეთოდიც – შემოსავლების მეთოდი ანუ  ბიზნესის შეფასება ფულადი ნაკადების მიხედვით. ბიზნესმენებსა და შემფასებლებში არსებობს აზრი, რომ სწორედ ეს მეთოდია ყველა ზუსტი და სწორი. ამ მეთოდის მიხედვით დაყრდნობა ხდება ფულად ნაკადებზე, რომლის გენერირებაც შეუძლია ბიზნესს. ანუ შემოსავლებს აკლდება შემოსავლების მისაღებად გაწეული ხარჯები. საშუალოდ იღებენ ხოლმე  ათწლიან პერიოდს და ამ დროის განმავლობაში შემოსული ნეტო ფულადი ნაკადების დისკონტირებით და ე.წ. ტერმინალური(ნარჩენი) ღირებულებისგათვალისწინებით ხდება კომპანიის ღირებულების განსაზღვრა.

მეტრონომი: რა მნიშვნელობა აქვს დამფუძნებლებისთვის ბიზნესისა და კომპანიის ქონების შეფასებას?

გოჩა ჭოლოკავა: ავიღოთ დამფუძნებლები. მათ ინტერესშია რომ კომპანიამ მიიღოს  ყოველწლიური მოგება, რომელიც გაზრდის კომპანიის მფლობელების ქონებას. ანუ საბოლოო მიზანი არის ქონების გაზრდა. დღეს არავინ აფასებს კომპანიის მენეჯმენტის წარმატებულობას მხოლოდ მოგებით.

თუნდაც, მაგალითად, ინვესტიციის შემთხვევეა ავიღოთ. დღეს ამბობენ, რომ ინვესტიციის ღირებულება გაიზრდა  ამა თუ იმ თანხით და არ ამბობენ ინვესტიციამ ესა თუ ის მოგება მოგვიტანაო. ინვესტიციის გაზრდაში არა მარტო მოგების ხარჯზე შემოსული ინვესტიციის ზრდა იგულისხმება, იგულისხმება თუნდაც ინვისტიციის ღირებულების ზრდა გადაფასების შედეგადაც.

შევეცდები კარგად განვმარტო: ვთქვათ, ინვისტიციის ღირებულება  არის 100 ლარი. ერთი შეხედვით  გვაქვს აქტივი რომელმაც კომპანიის ღირებულება უნდა გაიზარდოს კი ბატონო, მაგრამ რამდენით იზრდება აქტივების ღირებულება ანუ კომპანიის ქონება? მივყვეთ თანმიმდევრობით: ვიმეორებ, ინვესტიციას ხომ შემოსავლები მოაქვს რომლიც აგენერირებს მოგებას და ზრდის კომპანიის ღირებულებას ანუ დამფუძნებლის ქონებას. მაგრამ ყველა ბიზნესში ხომ ერთი და იგივე თანხის ინვესტიციას ერთი და იგივე მოგება  არ მოაქვს, ანუ მაგალითად, 100 ლარის ინვისტიციას სხვადადსხვა ბიზნესში სხვადასხვა მოგება მოაქვს და ინვესტორმაც სხვადასხვა საპროცენტო განიკვეთი უნდა მოითხოვოს სცვადასხვა ბიზნებისთვის. მაგ ზოგან 10% ზოგან 15%. გამოდის რომ ვიღებთ 100 ლარს და ვაბრუნებეთ არათანაბარ თანხებს. ე.ი. ინვსტიციას თურმე კიდევ რაღაც ღირებულებაც გააჩნია!  ანალოგიურად ამ მაგალითისა არის ბიზნესის შეფასების  შემოსავლების მეთოდით მიდგომა ამ დროს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული რა მოგების მოტანა შეუძლია ამ ბიზნესს მომავალში.

ნებისმიერ გასაყიდ ობიექტთან მიმართებაში არსებობს ღირებულება და ფასი. შეიძლება საქონელი  რაღაც ღირებულებით გავყიდო და ეს მიღირდეს, მაგრამ ბაზარზე სულ სხვა ფასი იყოს. ანალოგიური სიტუაციაა ბიზნესშიც. შეიძლება ბიზნესის ღირებულება ჩემთვის ერთი თანხა იყოს, მე ესე მიღირდეს, ხოლო ფასი სულ სხვა  –  მეტი ან ნაკლები. ფასი განისაზღვრება იმის და მიხედვით, თუ რა სუფთა შემოსავლის მოტანა შეუძლია ამ ბიზნესს.

ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის შეფასება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგ. ოფციების გაყიდვის დროს. ჩვენთან ეს ყველაფერი ჯერჯერობით ახალი ხილია და ძალიან ცოტა სპეციალისტი თუ  ერკვევა ანგვარ საკითხებში,  თუმცა ბაზრის გააქტიურება აუცილებლად მოითხოვს ამგვარი ცოდნის მიღებასაც.   სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას რომ დღვანდელ დღეს შედარებით წვრილი და ოდნავ მსხვილბრუნვიანი ბიზნესი დისკონტირებასაც კი არ ითვალისწინებს.

მეტრონომი: ბიზნესის შეფასებისას, რატომ უნდა მიმართონ კომპანიის დამფუძნებლებმა აუდიტორულ კომპანია „არბიტრანს“?

გოჩა ჭოლოკავა: ჩვენი კომპანია შედგება კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდისგან და ჩვენ შეგვიძლია, კომპანიის ღირებულების მაღალი სიზუსტით შეფასება.  ზოგჯერ კომპანია ან წილის ნაწილი იყიდება. ხდება მფლობელების გამოცვლა. ამ დროს პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს ფინანსური აუდიტი, რათა მიღებული იქნას რწმუნების მაღალი დონე იმის შესახებ რომ კომპანიის ფინანსური ინფორმაცია შეესაბამება რეალობას.

თუმცა, კომპანიის მყიდველები კომპანიის ყიდვისას  ხომ გეგმავენ რომ ამ კომპანიიდან ამდენ და ამდენ შემოსავალს მივიღებთო. სავარაუდოდ, მოსალოდნელ შემოსავალსაც ანგარიშობენ, ოღონდ  „თავისი“ მეთოდებით. ჩვენი კომპანია პროფესიონალური კუთხით უდგება ამ საკითხს, კომპანიის შეფასება ხდება საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით და აქედან გამომდინარე დიდი სიზუსტით. ვფიქრობ, ამიტომ არის საჭირო აუდიტორული კომპანიის დახმარება და მისი საქმეში ჩართვა.

რამოდენიმე სიტყვით მინდა შევეხო დისკონტირების ტერმინსაც: ზოგადად, ფულს აქვს ღირებულება. დღევანდელ 10 ლარს მომავალში სხვა ღირებულება ექნება და ამის განსაზღვრაა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ინფლაციას არ ვგულისხმობ, არამედ დისკონტირებას, ფულის ღირებულებას დროში. ბიზნესის სხვადასხვა დარგის მიხედვით, დისკონტირების განიკვეთიც სხვადასხვაა. მარტივად რომ ვთქვად დღევანდელი ფულის ღირებულება სხვადასხვა ბიზნესში სხვადასხვა.  მაგ. სხვა არის ელექტრომრეწველობაში, პურფუნთუშეულის წარმოებაში, ქვენახშირის მოპოვებაში და ა.შ.

ჩვენი ვართ აუდიტორული კომპანია. ამასთან აუდიტის ჩატარებასთან ერთად შეგვიძლია ბიზნესის შეფასებაც, რისკებიც განსაზღვრაც. ეს არის კომპლექსური მომსახურეობა, რომლის განხორცილებაც ჩვენს კომპანიას ხელეწიფება. შეფასებას ჰაერზე ხომ ვერ გააკეთებ, გჭირდება არსებითად ზუსტი და სამართლიანი ფინანსური ინფორმაცია, რათა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბიზნეს გარემოს და მენენჯმენტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით,  გააკეთო  ნეტო შემოსავლების მაქსიმალურად  ზუსტი  პროგნოზი და ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრო კომპანიის ღირებულება.

მეტრონომი: იმ შემთხვევაში თუ კომპანიამ არ ჩაატარა ქონების და ბიზნესისი  შეფასების კომპლექსური სამუშაოები,რა საფრთხის წინაშე დგება ის?

გოჩა ჭოლოკავა: ახლა რა პასუხსაც გაგცემთ შეიძლება ცოტა ირიბადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი აზრით, კარგად პასუხობს დასმული კითხვის შინაარსს. მაგალითად, ავიღოთ კომპანია, რომელიც თითქოს რესურსებსაც ფლობს, პერსპექტიულ ბიზნეს გარემოში ოპერირებს, მაგრამ ვერ გადის მოგებაზე.  ბოლოსდაბოლოს, ცხადია, ეს კომპანია იყიდება და უცებ მოგებაზე გადის. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ახალმა მენეჯმეტმა სწორი, კომპლექსური, კარგად დაგეგმილი და  სამუშაოები გასწია და შედეგად მიიღო კიდეც  წარმატება. კარგად არის ფინანსური აუდიტი ჩატარებული,? სწორადაა ღირებულება შეფასებული? კარგად არის დანახული და შეფასებული რისკები? თუ ზემოდ ჩამოთვლილი სამუშაოები განხორცილებულია და საჭიროებისამებრ პერიოდულად ხორციელდება, კომპანიას წინ წარმატებები და წინსვლა ელოდება

საქართველოში არის მიდგომა – ჩემს ბიზნესში შენ ჩემზე ბევრი არ იცი. შეიძლება იცი ჭანჭიკის მოჭერა, მაგრამ მე გითხრა რომელი სახრახსნისი იხმარო და ა.შ. ყველაფერში სპეციალისტი ვერ იქნები. შეიძლება, კედლის შეღებვა იცი, მაგრამ მაღალხარისხიანი საღებავის კარგ ფასში ყიდვა არ იცი და ა.შ. ანდაზასაც შეგახსენებთ: პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო.

 

იტვირთბა....