ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა სარალიძე: ”ესენი არიან მართლა უსუსურები და არაადამიანები, გამცეს შოთაძემ პასუხი”

“მეტრონომი” სასამართლოდან

”კითხვა დამისვეს, დაზარალებულის სტატუსის მონიჭებისას, თქვენ გცნოთ დაზარალებულად, თუ თქვენი მეუღლე? რას ნიშნავს ეს კითხვა ვერ მივხვდი. ჩემი მეუღლე დაზარალწბული არაა?”- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პროცესზე შესვლის წინ, საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ის უკმაყოფილოა ფაქტით, რომ პროკურატურამ დღევანდელ ბრიფინგზე მტკიცებულებები გაასაჯაროვა, მას კი მისი შვილის ნივთებს არ გადასცემენ.

”დაზარალებულის სტატუსის მინიჭების დღიდან, მოვითხოვე ჩემი შვილის საფულე. რამდენჯერმე მივმართე ზვიად ფხაკაძესაც კი, თუ არ არის საჭირო გამოძიებისთვის, დამიბრუნეთ-მეთქი. მითხრეს, რომ ეს გამოძიებას სჭირდება, ვერ დაგიბრუნებთო. დღეს ჩემი შვილის შარვალი და ტანსაცმელი რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, მალადეც, მაგრები ყოფილან, მეტი რა განაცხადი გავაკეთო? ესენი არიან მართლა უსუსურები და არაადამიანები. მაქსიმალურად ცდილობენ მხოლოდ ეს ორი ბრალდებული დასაჯონ. არიან კიდევ სხვა დამნაშავეები და გამოიყვანონ სულყველა გარეთ, სანამ ჩემი ზომებისთვის მიმიმართავს”- აღნიშნა სარალიძემ.

მისი თქმით, პროკურატურას უნდა, რომ ხალხი დააბნიოს. ის მთავარ პროკურორ შოთაძისგან პასუხს მოითხოვს: ”ჩემი შვილის ტანსაცმელს ვითხოვ, რომელიც არ ჭირდებათ და არ მაძლევენ. ფარდული გაანადგურეს. რატომ? გამოვიდეს შოთაძე და გამცეს პასუხი რატომ გაანადგურეს ფარდული, რომელიც მთავარი ნივთმტკიცება იყო. რატომ გაღუნეს დანა, რომლითაც ექსპერტიზის ჩატარება აღარ შეიძლება. რატომ არ მოიტანა სამხარაულის ექსპერტმა დასურატებული დასკვნები რაც მაია ნიკოლეიშვილმა გააკეთა. გამცეს ამაზე პასუხი, ესეც არასრულწლოვნებია? ზოგადი კითხვებია და გამცეს საჯაროდ პასუხი”- აღნიშნა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანია დაკავებული, ხოლო 5 პირი პასუხისგებაში დანაშაულის დაფარვისთვისაა მიცემული.

იტვირთბა....