ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

მამა პეტრე გვარამიას: “იქილიკე რამდენიც გენებოს… ირონია პატარების ხვედრია”

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს.

“ნიკა გვარამიას განსაკუთრებით ვულოცავ სულთმოფენობის დღესასწაულს…
დარწმუნებული ვარ, ეცოდინება ამ დღის მნიშვნელობა…

მოციქულები სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ, რომ სიყვარულით გაჟღენთილი სახარება კაცობრიობის გულამდე მიეტანათ…

დღევანდელი მდგომარეობა კი ბაბილონის გოდოლის აშენებას ემსგავსება… საბოლოოდ ავირიეთ და საერთო ენა დავკარგეთ…

ნიკას სამეტყველო ენა ცინიზმი და სარკაზმია, არ მინდა ვთქვა, როგორ ადამიანებს სჩვევიათ…
იქილიკე რამდენიც გენებოს… ირონია პატარების ხვედრია, მიტევება და სიყვარული დიდების…
მე მსურს დიდი ვიყო…

ნიკა, ჩემო მთლიანო აფხაზეთო, შენი ,,ტრიბუნით” უამრავი ადამიანის მიზიდვა შეგეძლო, მაგრამ განხეთქილების ვაშლი გაგორდა შენსა და ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის…
ბოლო გაჩერება სოხუმი იქნება…

შ ე ხ ვ ე დ რ ა მ დ ე !”, – წერს მამა პეტრე.

იტვირთბა....