“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხის განცხადებას პასუხობს, სადაც მამაო აცხადებს, რომ ის “რუსთავი 2-თან” წყვეტს კავშირს და გადაცემა “პროფილი” გიორგი გაბუნიას განცხადებამდე ჩაიწერა, თორემ ეთერში არ მივიდოდა.
“ცხადია, ამ გაურკვეველი მამაოს საქმეა, რას ნიღბავს მისი “დოლჩე გაბანას” ანაფორებით. ცხადია, მისი საქმეა, ყოველ დღე სხვადასხვა პოზაში და ჩაცმულობაში, სათვალეში და “პრიჩოსკით” ფოტოებს რომ დებს, მის მრწამსს ეს როგორ შეესაბამება და ფროიდი ამას როგორ განმარტავდა.
მაგრამ, აი ასეთების ასობით დოლარდახარჯული დაბუსტული პოსტებით მორალისტობა და პასტორალური შეგონებები სულიერებაზე, ცოდვასა და სიქველეზე, მეგობრობის დღიურში ჩანაწერების სტილში, სრულიად ამაზრზენია. თან, როცა წინა დღით “პროფილის” სტუმარი იყავი და ფსევდო სერიოზულობით არჩევდი მერსი სულხანიშვილის ძუძუების და ირინა ონაშვილის 60-90-60 პარამეტრების შესაბამისობას “საღვთო სჯულთან”.
ჭეშმარიტად, შეუცნობელია გზანი უფლისანი. მაგრამ, ამ მამაოს, ვეჭვობ, ის უფრო აშინებს, რომ არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს”, – წერს გვარამია.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.