aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა პეტრე: “პროფილი ერთი კვირით ადრე ჩაწერეს, რუსთვი 2-თან კონტაქტს ვწყვეტ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ საპატრიარქოს მოწოდებას შევუერთდები და “რუსთავი 2-თან” კონტაქტს შევწყვეტ, – ასე ეხმაურება მამა პეტრე კოლხი “მეტრონომთან” საუბრისას საპატრიარქოს მოწოდებას.

“გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ საპატრიარქოს მოწოდებას შევუერთდები და “რუსთავი 2-თან” კონტაქტს შევწყვეტ. ამას გავაკეთებ არა იმიტომ, რომ ეკლესიამ ასე მითხრა, არამედ იმიტომ, რომ პიროვნული პროტესტი გამიჩნდა. გიორგი გაბუნიამ არა მხოლოდ ეკლესიის და ერის, არამედ კონკრეტული ადამიანები შეურაცხყო.

ჩემი უფლებაა დავიცვა ჩემი რწმენა. დედა ღვთისმშობელი არის ზეციური დედოფალი, რომელმაც დამიცვა განსაცდელისგან ბავშვობიდან მოყოლებული და მისი დამსახურებაა, რომ ფეხზე ვდგავარ. გიორგი გაბუნია ვერ მასწავლის რა არის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება. გაბუნია არის ძალიან პატარა ადამიანი, რომელმაც საკუთარ უკომპლექსობის კომპლექსს შესწირა ეკლესია და ერი და აღმოჩნდა გარიყული. წუხელ მე გამოვედი “პროფილში”, გადაცემა 1 კვირით ადრე ჩაიწერა. თუმცა, გაბუნიას ნათქვამის მერე რომ მივეწვიეთ “პროფილში”, არ მივიდოდი. მოდით, ჩაძირული ტელევიზიის რეიტინგს ეკლესიასა და ხალხს ნუ გადავაყოლებთ”,  – განაცხადა მამა პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ, მეუფე იობმა გაბუნია დაწყევლა, ხოლო საპატრიარქომ მოუწოდა ეკლესიის წარმომადგენლებს, რომ “რუსთავი 2-თან” კონტაქტი შეწყვიტონ.
იტვირთბა....