ჩინეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულია 1600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. სპეციალისტებმა მიწისძვრა 5.7 მაგნიტუდის სიძლიერით შეაფასეს. მიწისქვეშა ბიძგები გვიან ღამით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში დაფიქსირდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.