საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის იგივე ტოჩინოშინის მეთორმეტე გამარჯვებას ნაცუ ბაშოზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინდა ყველას მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება, რაც ვფიქრობ რომ არის უაღრესად მნიშვნველოვანი ჩვენი ქვეყნის იაპონიაში წარმოჩენისთვის.
“იცით, რომ ტოკიოში მიმდინარე სუმოს პრესტიჟულ ტურნირზე – ნაცუ ბაშო – ჰქვია ამ ტურნირს, ტოჩინოშინმა მეთორმეტე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და ნამდვილად სუმოს ცოცხალი ლეგენდა, უმაღლესი წოდების მქონე ჰაკუჰუ დაამარცხა.
ამ უდიდეს წარმატებას მთელ საქართველოს ვულოცავ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ლევანს. ჩვენ გვეამაყება ასეთი თანამემამულე.
ყველამ უყურეთ, ალბათ, ამ ბრძოლას, თუ რამხელა ძალისხმევა და რამხელა შინაგანი ენერგია აქვს მას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის ეს იყო სიხარულის საგანი. ის ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანია და მინდა ვუსურვო, რომ ასე გაეგრძელებინოს თავისი კარიერა. ამ გამარჯვებებით ის ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის სახე გახდა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით…ასე რომ გილოცავთ”, განაცხადა კვირიკაშვილმა.