ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვოლსკი: რესპუბლიკის მოედნისთვის ვარდების მოედნის დარქმევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევა “ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის და ამით მოედანს ძველი დატვირთვა დაუბრუნდება. ვოლსკის შეფასებით, ვარდების მოედანი “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2003 წლის რევოლუციის პოპულარიზაციის მიზნით დაარქვა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

“პოლიტიკური გადაწყვეტილება მაშინ იყო, როდესაც რესპუბლიკის მოედანს ეწოდა ვარდების მოედანი. პირველი რესპუბლიკის კოედანს თავისი პოლიტიკური დატვირთვა ყოველთვის გააჩნდა. ვარდების მოედანი იყო სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება ე.წ. ვარდების რევოლუციის პოპულარიზაციისათვის. სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს მოვლენა მთელი მსოფლიოსთვის პოლიტიკური ტრენდი გამხდარიყო”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლასა და მისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

იტვირთბა....