ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კლუბ “ბასიანს” სოლიდარობას 34 დაწესებულება უცხადებს

34 დაწესებულება კლუბ „ბასიანს“ სოლიდარობას უცხადებს და უერთდება აქციას, რომელიც 27 მაისს „ევროპის მოედანზე“ გაიმართება. აქციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა კლუბ „ბასიანის“ გახსნაა.

დაწესებულებების ჩამონათვალში, რომლებიც კლუბ „ბასიანს“ სოლიდარობას უცხადებენ, გვხვდება, როგორც კლუბები, ისე რესტორნები და კულინარიული დაწესებულებები. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცლებს.

„დატერორებული და დალუქული BASSIANI დღეს პოლიტიკური მძევალია. ჩვენ, სხვა კლუბებთან ერთად, სისტემის დარტყმის მთავარ სამიზნედ ვიქეცით. თვეზე მეტია, გვაშანტაჟებენ, მიზანმიმართულად გვესხმიან თავს, დღემდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებზე ჩვენკენ იშვერდნენ თითს, როდესაც პირველებმა გავუშვით საზოგადოებაში განგაშის სიგნალი.” – წერია აქციის მიმართვაში, რომელსაც ქვემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები უერთდებიან.

აქციის მთავარი ორგანიზატორი კი თავად კლუბი და „თეთრი ხმაურის მოძრაობაა“.

კლუბი „ბასიანი“ 12 მაისის შემდეგ ჯერ ისევ დალუქულია. მფლობელებისთვის უცნობია, როდის მოხსნიან კლუბს ლუქს.

  1. Cafe Littera • კაფე ლიტერა
  2. Movement
  3. სკოლა • Skola Coffee & Wine Bar
  4. ამოდი · Amodi
  5. რეფლექტორი / Reflector
  6. Camora Basement
  7. Barber’s · Pub/Bar · Pub
  8. Horoom Nights
  9. სალობიე ბია Salobie Bia
  10. SPACEHALL
  11. მოზაიკა/Mozaika
  12. Cafe · Bar · Cafeteria
  13. Culinarium Khasheria • კულინარიუმ ხაშერია
  14. Burger House Tbilisi
  15. Muzame
  16. Drunk Owl
  17. Success Bar
  18. cafe manu
  19. 11TH
  20. 4GB Festival
  21. Blow Bar
  22. Camora Hairdresser & Barber
  23. LTFR
  24. Meoba
  25. TREEBAL
  26. KHIDI
  27. Mzesumzira
  28. Culinarium Cooking School
  29. ბროტმაისტერი • Brotmeister
  30. Canudos Ethnic Bar
  31. Zala Restaurant • ზალა რესტორანი
  32. DRAMA Bar
  33. მტკვარზე • Mtkvarze
  34. DECODER
იტვირთბა....