კლუბ „გალერის“ მენეჯერისა და ერთ-ერთი მფლობელი ვიოლეთა ყოლბაია, საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ კლუბ „ბასიანის“ გახსნამდე „გალერიში“ არც ერთი ივენთი არ გაიმართება.
კლუბი “გალერი” გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. სამართლადამცავებმა შენობას ლუქი მოხსნეს და გასაღები მფლობელებს გადასცეს.
კლუბი „ბასიანი“ ჯერ ისევ დალუქულია. მფლობელებისთვის უცნობია, როდის მოხსნიან კლუბს ლუქს. „ბასიანის“ გახსნის მოთხოვნით, გუშინ დაანონსდა აქცია, რომელიც 27 მაისს, 6 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ორივე კლუბი 12 მაისის სპეცოპერაციის დროს დალუქეს.