პაკისტანში, სიცხის გამო, ბოლო სამი დღის განმავლობაში 65 ადამიანი დაიღუპა. Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი მედია იტყობინენა, რომ ქალაქ კარაჩიში ტემპერატურა +44 გრადუსს აღწევს.
ექიმების თქმით, ძირითადად, ადამიანები კარაჩის ღარიბ დასახლებაში დაიღუპნენ. მათი ინფორმაციით, სიკვდილი უმეტეს შემთხვევაში სიცხისაგან გამოწვეულმა ინსულტმა გამოიწვია.
პაკისტანის ხელისუფლება შიშობს, არ განმეორდეს 2015 წლის სიტუაცია, როდესაც გაუსაძლისი სიცხეების გამო 1300 ადამიანი დაიღუპა.

