ახალი ამბები მთავარი სამართალი

სიღნაღის სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ საგარეჯოში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.მ.-მ მეუღლის – თ.ტ.-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა  ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ლ.მ. იმავე დღეს დააკავეს.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....