ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი: გამოძალვის ნაწილში ვგულისხმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გახმაურების მოტივით თანხის გამოძალვას

თემქაზე ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრლადების მხარე ლადო გრიგალაშვილს ედავება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობას, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით. გარდა ამისა, მას წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით(გამოძალვა) და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან
გავრცელება).

“დღეს დაცვის მხარემ წარმოადგინა რიგი შუამდგომლობები, ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ჩვენ გონივრული ვადა მოგვეცა იმისათვის, რომ ვუპასუხოთ დაცვის მხარის შუამდგომლობებს. რაც შეეხება გამოძალვის ნაწილს, ვგულისხმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გახმაურების მოტივით თანხის გამოძალვას”-განაცხადა პროკურორმა.

დღეს, წინასასამართლო სხდომას ბრალდებული ლადო გრიგალაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც მოსამართლეს განუცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა. ასევე, ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა დააყენა შუამდგომლობა გრიგალაშვილის 2000ლარიანი გირაოთი გათავისუფლების თაობაზეც, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

იტვირთბა....