ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობდენე, მგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავარ კითხვებზე პასუხები კვლავ ბუნდოვაია. მმართველი გუნდის წევრები თავს იკავებენ იმაზე საუბრისგან, შეძლეს თუ არა სადავო საკითხებზე პოზიციების შეჯერება.
“პოზიციები დაახლოვდა მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება. პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ შევჯერდეთ. ვადები რაც არის, ძალაში რჩება, 7 ივნისისითვის შეჯერებული ვარიანტი უნდა გვქონდეს. დამატებითი კონსულტაციები გვჭირდება. პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება. ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი.
შევეცდებით, რომ ეს კონკრეტულ ფორმაში გამოვხატოთ, გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძლედება. ალბათ იქნება შიდა კენჭისყრა თუ ამის საჭიროება დადგა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.