ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

“მომწერა მუქარის მესიჯი”: ჟურნალისტი გვარს ასახელებს და ამბობს რომ გაუპატიურებით დაემუქრნენ

ჟურნალისტ ნათია კობერიძეს სოციალური ქსელის მომხმარებელი წამებითა და გაუპატიურებით დაემუქრა. როგორც კობერიძე ამბობს, მას ლგბტ ადამიანების ტელევიზიის ეთერით დაცვის გამო ემუქრებიან.

”17 მაისის საზოგადოების გარკვეული ნაწილი შევიკრიბეთ კანცელარიის წინ. მოქალაქემ, ვინმე ვახტანგ ჯაბანაშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში 17 მაისის თემაზე ჩემი გამოსვლის შემდეგ, მომწერა მუქარის რამდენიმე მესიჯი. ძალიან უწმაწური და აგრესიული – მიუთითებდა პირადად ჩემი წამების და გაუპატიურების განზრახვაზე, რომელსაც, მისი აზრით, ვიმსახურებ, როგორც ლგბტ უფლებების დამცველი. ის კონკრეტულად აღწერდა რა ფორმით უნდა მაწამოს და გამისწორდეს.

შევატყობინე პოლიციას. ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა ჩემს მისამართზე, გამოიჩინეს პროფესიული გულისხმიერება და გამამხნევეს საჩივრის დაწერის საქემში. წამიყვანეს განყოფილებაში, სადაც გამომძიებელმა ნინო ბლიაძემ დაწერა საჩივარი და გადაუგზავნა პროკურორს მოთხოვნით, გატარდეს ღონისძიებები ძალადობის მუქარის აღსაკვეთად”, – აცხადებს კობერიძე.

საქმეზე წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის საბუძველზეც გამოიკითხება ნათია კობერიძის მიერ დასახელებული პირი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

შეგახსენებთ, 17 მაისს კანცელარიის წინ ლგბტ აქცია გაიმართა, სადაც მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

იტვირთბა....