ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  20 მაისს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 21 მაისს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა 18 – 20 მაისს დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი, 21 მაისს კი 3 – 4 გრადუსით დაიკლებს.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

იტვირთბა....