ყოვლად გამორიცხულია ნაყინში ხვლიკი ყოფილიყო. პრობლემა ისაა, რომ წლებია, სეზონის დასაწყისში, ასეთი ანტიპიარი მიმდინარეობს, – აცხადებს ნაყინის მწარმოებელი კომპანია “თოლიას” წარმომადგენელი “კვირასთან” საუბარში.
„ერთადერთი რა კომენტარიც შეიძლება გავაკეთო არის ის, რომ ყოვლად გამორიცხულია ნაყინში ხვლიკი ყოფილიყო. პრობლემა ისაა, რომ წლებია, სეზონის დასაწყისში, ასეთი ანტიპიარი მიმდინარეობს. სასაცილოა ყოველ წელს ასეთი შემთხვევების დაფიქსირება, მომავალ წელს ველოდებით, რომ სპილოს აღმოაჩენენ ალბათ. ვისაც ჩვენი საწარმო აქვს ნანახი, ყველა მიხვდება, რომ გამორიცხულია, ასეთი რაღაც მომხდარიყო.
გარდა ამისა, ყოველთვის მიმდინარეობს ჩვენი საწარმოს შემოწმება. გაუგებარია რატომ უნდა ყოფილიყო ხვლიკი მაინცდამაინც ნაყინში, რომლის დასამზადებლად 4 სხვადასხვა ნივთიერებაა გამოყენებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამორიცხულია ასეთი შემთხვევა“,-განაცხადა „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწემ, თათია ლომთათიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ სოციალურ ქსელში მომხმარებელმა გაავრცელა ფოტო და განაცხადა, რომ “თოლიას” ნაყინში ხვლიკი აღმოაჩინა.

