დეკანოზმა ელიზბარმა ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სამართლდამცავებს მიმართა და განაცხადა, რომ ვინც მანდ ჩავიდოდა საკადრის პასუხს მიიღებდა.
„ეს ქუჩა 12 საათამდე ეკუთვნის ეკლესიას, ქრისტიანულ დღესასწაულს. ვინც ჩამოვა, აქ საპასუხო პასუხს მიიღებს… ვერავინ ვერ ჩაატარებს ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ ვერაფერს, დღეს არის მართლმადიდებლების ზეიმი, 12 საათამდე ვერავინ ვერაფერს ჩაატარებს, 12 საათის შემდეგ რაც უნდათ, ის უქნიათ, თავში ქვა უხლიათ…
არცერთი მართლმადიდებელი არ ვერჩით არავის, წავიდნენ სადაც უნდათ, იქეიფონ, იზეიმონ, თუნდაც, მთაწმინდაზე, ეს ქუჩა დღეს მართლმადიდებლობას ეკუთვნის,“- განაცხადა მამა ელიზბარმა.
დღეს 19:00 საათისთვის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს.

