Sport ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

17-წლიანი ისტორია დასრულდა – ბუფონი წავიდა

ჯანლუიჯი ბუფონმა 17-წლიანი ურთიერთობა დაასრულა – მან პრესკონფერენციაზე განაცხადად, რომ შაბათს ტურინის “იუვენტუსს” დატოვებს.

“ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ახლა თავს ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ. აქ ყოველთვის სიყვარულს ვგრძნობდი, დღიდან დღემდე, მეც ვცდილობდი, რომ მეჩვენებინა საუკეთესო, რაც შემეძლო.

შაბათს, “ვერონასთან” მატჩი “იუვენტუსის” მაისურით ჩემთვის ბოლო იქნება. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მომენტია ფანტასტიკური თავგადასავლის დასასრულებლად.”, – განაცხადა ბუფონმა.

“იუვენტუსთან” ერთად ბუფონი 9-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ოთხჯერ იტალიის თასი მოიგო, ხოლო ხუთჯერ იტალიის სუპერთასი. სამჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ვერცხლის მედლებით მოუწია დაკმაყოფილება.

გარდა ამისა, 2006 წელს ჯანლუიჯი ბუფონმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

 

იტვირთბა....