16 მაისს, გორში წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილობრივების განცხადებით, სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს.
სამეფო დარბაზს ნატყვიარის გარდა გაკეთებული აქვს წარწერა -“იწამე ღმერთი ჩვენი”. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
შსს პრესსამსახუდის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია) მიმდინარეობს.
ეს შემთხვევა – გორში იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლის – პირველი არ არის. ორი თვის წინ სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები გამოსახეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შსს-ა და პროკურატურას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, გამოკვეთოს სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი, გამოავლინოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი კანონის სრული სიმკაცრით.