“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ გადადებულ აქციას ეხმაურება.
“ამჯერად რა, იმჯერად აღარ იქნებიან მთავრობის ჯიბის ნეონაცისტები თუ მთავრობის შეცვლას ელოდებით?
გადასულა ანდერგრაუნდში LGBT თემი. 21-ე საუკუნეა არადა გარეთ”, – წერს გვარამია.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია დღეს 19:00-ზე კანცელარიის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ ორგანზატორებმა სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, აქცია გააუქმეს.